5 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, შეხვეტილა, ნაპილნარი, მანგლისი, ფარცხისი, ქოსალარი, კოდის წყარო, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის, ახალგაზრდობის პარკის და მიმდებარე ქუჩებზე,

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.