8 მარტს ქალები რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ქალთა დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს რუსთავში მუნიციპალური ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში ქალებს უფასოდ მოემსახურება.

ინფორმაციისთვის, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობენ.