წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, კვების ობიექტში 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა, მათგან 2 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში, კვების ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ობიექტს ამოწმებენ.