კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა 26 მარტს

კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ჩატარდა 29 000-ზე მეტი ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,89 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 გამოჯანმრთელდა, 3 738 კი გარდაიცვალა.