ბაკურიანში ავტომანქანა აფეთქდა

ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 53 წლამდე მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229–ე მუხლით დაიწყო, რაც ასაფეთქებელი ან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთის ან ნივთიერების გადატანას გულისხმობს.