N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

რუსთავში, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც პოლიკლინიკაში აცხადებენ, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარის არარსებობა გახდა.

კლინიკის დირექტორის მოადგილის, თამილა კუპატაძის თქმით, სასურველია, რომ ვაქცინაცია სტაციონარის ბაზაზე ხორციელდებოდეს.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვაქცინაცია სულ 40-მდე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა და აცხადებენ, რომ პაციენტებს მსუბუქი გართულებები ჰქონდათ.

რუსთავში ვაქცინაცია ამ დროისთვის მხოლოდ N2 დიაგნოსტიკურ ცენტრშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.