pfizer-ის ვაქცინა ჩამოდის – სად ჩატარდება აცრები?

დღეს საქართველოში pfizer-სა და biontech-ის ვაქცინას ელოდებიან. ჯამში  ქვეყანა 29 250 დოზას ელოდება.

უკვე ხვალიდან კი სამედიცინო პერსონალთან ერთად, აცრის შესაძლებლობა ექნებათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 65 წლის ზემოთ პირებისთვის აცრაზე რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება.

“ვფიქრობთ, რომ ხვალ უკვე იქნება ფაიზერის ვაქცინაც, რაც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ცენტრებისთვის პირობები განსხვავებულია ფაიზერის ვაქცინასთან მიმართებაში. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით.

25 მარტიდან გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფაიზერის ვაქცინები ქვეყნის მასშტაბით მრავალპროფილურ კლინიკებში განაწილდება.