POG: კაცს, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და კაცს, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ 16 მარტს გაათავისუფლა.

საქმეზე დაკავებულია არასრულწლოვნის ძმაც – მან გოგოზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა. ი.უ-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.

[…] საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”. – წერია განცხადებაში.