WHO: ასტრაზენეკას ვაქცინას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  “ასტრაზენეკაზე” დასკვნა დადო, რომლის თანახმადაც, ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რისკი.

როგორც WHO-ს მიერ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტთა ჯგუფმა ასტრაზენეკასა და თრომბოემბოლიას შორის კავშირი ვერ იპოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია, მათ შორის “ასტრაზენეკათი” არის ერთადერთი გამოსავალი, რათა მსოფლიომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა შეამციროს.

“ასტრაზენეკას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი ვიდრე რისკი. მას აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ შეამციროს სიკვდილიანობა გამოწვეული კორონავირუსით. თრომბოემბოლიის შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ის შეიძლება განვითარდეს ბუნებრივი სახით და იშვიათი არ არის. ვენური თრომბოზი, ასევე ფილტვების თრომბოემბოლია შეიძლება მოხდეს ვაქცინის შემდეგაც.

ევროპის წამლების სააგენტომ 18 აცრილი ადამიანის გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ თრომბოემბოლია ვაქცინასციასთან უშუალო კავშირში არ არის”, – აცხადებენ WHO-ში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მედიკოსებისა და მოქალაქეების საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის, გუშინ, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა “უსაფრთხო და ეფექტიანია” და “მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი”.