ბათუმში, კორპუსში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი მეორე ბინაზეც გავრცელდა. ინასარიძის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.

„კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მობილიზებულია 8 ეკიპაჟი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.