„კარანტინისგან დაღლილმა“ კაცმა მერიას ცეცხლი წაუკიდა

გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში „კარანტინისგან დაღლილმა“  კაცმა მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ინფორმაციას სააგენტო “DPA” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტი 23 მარტს, საღამოს საათებში მოხდა. 30 წლის კაცმა მერიის შენობის ფანჯრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა. მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

ხანძარმა დააზიანა მუნიციპალური შენობის ერთ-ერთი ოთახი, თუმცა მეხანძრე-მაშვლებმა ცეცხლის სხვა ოთახებზე გავრცელება შეაჩერეს. ქალაქის მერის, ალექს იანცის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

30 წლის კაცმა განაცხადა, რომ მერიას ცეცხლი „გაუთავებელი საკარანტინო შეზღუდვების“ გამო წაუკიდა.