გორში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დააკავეს

პოლიციამ შიდა ქართლში, გორში დააკავა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

მასწავლებელს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.