ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

ვაქცინაციის შემდეგ მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.