ესპანელმა სამართალდამცველებმა ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში ოთხი ქართველი მეზღვაური დააკავეს.
უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა 3 ათასი კილო კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულება ევროპულ შავ ბაზარზე დაახლოებით 180 მილიონი დოლარია.
დაკავების შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი ესპანეთის სანაპიროსთან ჩაიძირა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გემზე სულ ცხრაკაციანი ეკიპაჟი იყო, ისინი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან.