ვაქცინაციის მეორე დღე – აცრილია 668 ექიმი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციაზე 4202 მედპერსონალია რეგისტრირებული, ხოლო აცრილია მხოლოდ 668 ექიმი.

ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველი საჯაროდ NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.