ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.