ხანძარია თბილისში – პეკინის გამზირზე საცხოვრებელი ბინა იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილზე 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ წუთებში, ადგილზე ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.