რუსთავში იმუნიზაციის პროცესი განახლდა. კლინიკა “რუსთავში” ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” პრეპარატით მიმდინარეობს.
ქალაქში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება კლინიკა “რუსთავში”, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს 11:00 დან 14:00 საათამდეა შესაძლებელი.
ამ დროისთვის დაწესებულებას “ასტრაზენეკას” 100 დოზა აქვს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც დაიწყება.