სენაკში ქურდობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, “კომენდანტის საათის” დროს უცნობმა პირებმა სუპერმარკეტი გაქურდეს.
სავაჭრო ობიექტიდან საკვები პროდუქტია წაღებული.
ნაქურდალი პროდუქტის ნაწილი პოლიციამ მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში იპოვა. წასაღებად გამზადებულ ყუთებში სარეცხის საშუალებები და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო სხვა ნივთებიც აღმოჩნდა.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.