მარნეულში კერძო პირსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება იყო

ხმაური იყო მარნეულში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში. გავრცელებული ინფორმაციით,  დაპირისპირება ადგილობრივებსა და კერძო პირს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიყვანა და ხეების გაჩეხვა დაიწყო.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მიწას წლების განმავლობაში სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდნენ და მის ოფიციალურ დაკანონებას ითხოვენ. ტერიტორია აუქციონის წესით კერძო პირზეა გაყიდული.

დაპირისპირების დროს ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.