რა გახდა “მედკაპიტალის” ექიმის გარდაცვალების მიზეზი – კლინიკაში პირველ კომენტარს აკეთებენ.
“მედკაპიტალში” გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება კოვიდვაქცინამ გამოიწვია.
როგორც კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ ჰქონია.
“მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა. დამატებით კომენტარს სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.