საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” “მერანის მარტვილს” დაუპირისპირდა

დღეს საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ „მერანი მარტვილს“ დაუპირისპირდა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის ფარგლებში. შეხვედრა “მერანი მარტვილის” სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 2-0 დასრულდა.

„რუსთავი“ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 0 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

შემდეგში საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ მეორე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯს“ დაუპირისპირდება. მატჩი საგარეჯოში 18 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.