სოფელ გამარჯვებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სამუშაოების შესრულების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით, პროექტი რამდენიმე დღეში დასრულდება.

მისივე თქმით, გარდაბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში შვიდ სოფელში მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ბიუჯეტი 6  მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს.