ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დავით შერაზადიშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ქვეშში, ჯავშანიანში,კიანეთში, მუშევანსა და საბერეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ქვეშის თემის ხუთ სოფელში ადგილობრივებმა, წელს განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განსაზღვრეს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ ქვეშში, ჯავშანიანსა და მუშევანში გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება. გამოყოფილი თანხით ჯავშანიანსა და საბერეთში ასევე შიდა გზები მოიხრეშება, ხოლო კიანეთში ამბულატორიის შენობა გადაიხურება და კეთილმოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. ჯამში წელს ბოლნისში პროგრამის ფარგლებში 1 428 000 ლარი დაიხარჯება.