შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია.
მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნავს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეც, რაც არის ფასდაუდებელი.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს ეტაპობრივად ყველა ეკონომიკურ აქტივობაზე. უბრალოდ, ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, სოციალური ღონისძიებები ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი, სტრუქტურულად, ფორმალურად მისი ფუნქციონირება არის ისეთი, რომ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ვერ ხდება პირბადის გამოყენება, დაყოვნების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მაღალი რისკია და შეიძლება გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება.
გარდა იმისა, რომ ეკონომიკირად აფასებს სახელმწიფო ამ პროცესს, ზრუნავს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეც, რაც არის ფასდაუდებელი, რაც სოლიდარულად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, დავაკვირდეთ ამ პროცესს და გაგებით მოვეკიდოთ.
ამიტომ თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე, არსებობს არაერთი სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან, მხარდაჭერის ნიშნად. ვაქცინაციის პროცესთან ერთად ეტაპობრივად მოხდება ამ საკითხის განხილვაც. გამიჭირსება, გითხრათ, რომ ეს იქნება პირველი, თუ 2 აპრილი, მაგრამ იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ეპიდვითარების მიხედვით გვექნება, ცხადია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზეც“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.