ხანძარი სამგორში – ცეცხლი ვაგონს უკიდია

სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს უკიდია , რომელიც ჩიხში დგას და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.