„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც.
„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით. ძალიან დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც. ის შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის და როგორც იცით, მან შესთავაზა თავისი როლი პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.