მთავრობის ადმინისტრაციასთან საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საწვავის ფასების შემცირებაა.
მათი განცხადებით, საწვავის გაძვირებას მეორე თვეა აპროტესტებენ, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
“ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს.
ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით.”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე ცნობით, თუ დღეს პასუხს არ მიიღებენ, კარვებს გაშლიან და პროტესტს გააგრძელებენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც „კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვენ.









