ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ომარ გუგეშაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ომარ გუგეშაშვილის სახელობის საიუბილეო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრი 2007-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის 12 წონით კატეგორიაში გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ქვემო ქართლიდან მოწვეულმა სპორტსმენებმა მიიღეს.

საპრიზო ადგილის მფლობელებსა და ჩემპიონებს, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. დღესვე საუკეთესო მოჭიდავე გამოვლინდა, რომელიც სპეციალური თასით დაჯილდოვდა.