გაზრდილი სტატისტიკა – იგეგმება თუ არა სკოლების დაკეტვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.

ასე უპასუხა გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას გაზრდილი შემთხვევების ფონზე, მთავრობა ხომ არ გეგმავს ისევ სკოლების დაკეტვას.

“ზოგადად, ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ვეცდებით რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. მათი რისკი მაღალია ეპიდემის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა მათი დახურვის გადაწყვეტილება, არის ძალიან რთული [მისაღები]. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირებისა და სხვა წესების დაცვის ფონზე,” – აცხადებს გაბუნია.