არასრულწლოვანის დედას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა აღკვეთის სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შვილთან მიკარება ეკრძალება.
საქმე ეხება 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობის შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. ბავშვს 50-წლამდე კაცი სისტემატიურად აუპატიურებდა, თუმცა შემთხვევა მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგომ იმშობიარა. ის შვილთან ერთად სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.
დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ორსულობაზე არაფერი იცოდა და პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს უარყოფს.
მისივე თქმით, გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს, შესაბამისად გადასახდელი თანხის სანაცვლოდ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას დაედო გირავნობა.