„ევროპის მოედანზე“ მოქალაქეების შეკრება იმართება

თბილისში „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება იმართება.

ორგანიზატორი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა.

მისი განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება.

„ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივლენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობას „დედა ენის ბაღში“ დაასრულებენ.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს დაფუძნდება „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“.