ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
მიტროპოლიტი, რომელმაც მონაზონი სოსანა ღამის საათებში ქუჩაში დატოვა და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ამბობს, რომ მთავარია გულწრფელი იყო და მონაზონის გადარჩენას ცდილობდა.
“მადლობა იმათ, რომ მიმანიშნეს იმ სიტყვებზე, რომელიც არ უნდა გამოვიყენო და შენდობას ვთხოვ და მადლობას ვუხდი მათ ყველას, ვეცდები, რომ გამოვსწორდე. ამათმა, ვინც ჩვენგან განიკვეთა და ვისაც აკრძალული აქვს მღვდელმსახურება, წავიდნენ და დაუდგენ იმ გირჩებს და იმათგან ითხოვენ შველას. ნუ, ღმერთისგან შველა თუ არ გინდა, გირჩმა გიშველოს, არ არის პრობლემა, ვისაც როგორ უნდა, მაგრამ, ვეუბნებით, რომ გირჩი ვერ გიშველით, ეკლესიაში უნდა მოხვიდეთ და შენდობით დადგეთ ღვთის წინაშე,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.