ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება.
დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტია “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.
“ევროპელმა სოციალისტებმა” მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, ეს არის საწინდარი, მე ასე ვფიქრობ, ქვეყნის სტაბილურობის. მოქმედებს დესტრუქციული ძალები და ჩვენ იმედი გვაქვს, ამ მემორანდუმით ოპოზიციის ნაწილის პარტიის პარლამენტში შემოსვლით დასრულდება ეს და დალაგდება ქვეყანა,”- აცხადებს პარტია “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.