იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, გარდაბნის მუნიციპალიტეტი საინფორმაციო კამპანიით შეურთდა.
მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის, მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ , კულტურის ცენტრისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ გარდაბანში მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები დარიგდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახელობის ცნობადობის ამღლება პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ჩართულობით ქალაქ გარდაბნის შემდეგ, საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.