“ლელო” შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია “ლელო” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

როგორც პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს.

“პრინციპულად ლელო ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობს. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო ამ შეთანხმების სულისკვეთებით მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.