მარტვილში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მარტვილში, სოფელ დიდ ჭყონში საცხოვრებელი სახლი. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში  მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ, თუმცა სახლისა და ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახი 4 მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დარჩა.

ოჯახი მერიას დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვს. დაზარალებული ოჯახი მეზობლებმა შეიფარეს.