გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 300-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს კომპანია „ფოლადის სახლის“ წარმომადგენლებმა წინა სააღდგომო ნობათი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფოლადის სახლი“ დაარსებიდან დღემდე ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად არაერთ სოციალურ ღონისძიებას ახორციელებს.