მაჭავარიანი: სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ

გავრცელებული ინფორმაციას, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, მაჭავარიანი უარყოფს.

“ტყუილია. სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ,” – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ცნობისთვის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, მოგვიანებით თავად მაჭავარიანმა განმარტა, რომ თანამდებობიდან გადადგომამდე დაახლოებით 10 დღით ადრე პოლიპები ამოიჭრა და ცხვირის ძგიდე გაუსწორეს.