ნავალნის ექიმი: ჩვენი პაციენტი შესაძლოა ნებისმიერ დროს მოკვდეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ექიმი აცხადებს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ციხეში, შესალოა, ნებისმიერ დროს მოკვდეს.

“ჩვენი პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში მოკვდეს. სისხლში კალიუმის დონე 7.1 მმოლ/ლ-ია, ეს ძალიან ბევრია.  კრეატინის დონე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, შარდმჟავა მეტია 800 მმოლ/ლ-ზე, ეს შესაძლოა თირკმლის პროგრესული უკმარისობის გამო იყოს. კალიუმის ამ დონით პაციენტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ უნდა იყოს, რადგან ფატალური არითმია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში განვითარდეს”,-წერს ნავალნის ექიმი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში რუსეთის ქალაქ ტომსკის სასტუმროში მოწამლეს. ბოლო რამდენიმე თვე, ის გერმანიაში მკურნალობდა და რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს. ამჟამად ნავალინი რუსეთის ციხეშია და 3.5 წელი აქვს მისჯილი.