პანდემიის გამო, პრინცი ფილიპის სამგლოვიარო პროტოკოლში ცვლილება შეიტანეს. სამეფო ოჯახის წევრის დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ 30 პირი დაესწრება, ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.
სამგლოვიარო ცერემონიალს არ დაესწრება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრიც. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასახლესთან მისვლისგან, სადაც საზოგადოება პატივის მისაგებად ტრადიციულად ყვავილებს ტოვებს.
პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ. დაკრძალვას არ დაესწრება მეგან მარკლი. ედინბურგის ჰერცოგინია მიზეზად ორსულობას ასახელებს.