პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იყოს

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე არის თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია, კალაძის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კალაძე იყოს.

„თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი ის იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.