როგორ აანაზღაურებს სკოლა უქმე დღეებს – რეკომენდაციები სამინისტროსგან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.

“დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს“, – აღნიშნავენ უწყებაში.