რუსთაველების მხარდაჭერა “რიონის ხეობის მცველებს”

რუსთავში რიონის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობის მარში გმირთა მოედნიდან დაიწყეს, რითაც სოლიდარობა გამოხატეს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად რიონის ხეობის მოსახლეობისა და მცველებისადმი.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები და დაუყოვნებლივ შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოები, რადგან აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა საფრთხის წინაშეა.​