რუსთაველები ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

რკინიგზის სადგურის მოედნიდან რუსთაველები ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.  როგორც რუსთაველები სოციალურ ქსელში წერენ, კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებს ნახევარ საათზე მეტია უშედეგოდ ელოდებიან.

Tv4 კომპანია “ინტერტრანსს” დაუკავშირდა. როგორც  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მიკროავოტბუსები  დედაქალაქში არსებული საცობის გამო დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. მათივე ცნობით, მიზეზი პიკის საათია.

კომპანიაში ამბობენ, რომ ქალაქიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე მიკროავოტბუსი გავიდა და მგზავრები “კომენდანტის საათის” დასრულებამდე ქალაქში ჩამოსვლას შეძლებენ.