15 აპრილიდან “რუსთავის წყლის” სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის გათვალისწინებით, 15 აპრილიდან, “რუსთავის წყლის” სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.
“განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 341 22 00 11 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.”-ნათქვამია “რუსთავის წყლის” ინფორმაციაში.