რუსთავის N4 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა

 რუსთავის N4 საჯარო სკოლა სწავლების სრულად დისტანციურ მოდელზე გადავიდა. TV4-ის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. 

როგორც სკოლის დირექტორმა, მამუკა ხამხაძემ TV4-ს განუცხადა, სკოლაში კორონავოირუსი ორ სხვადასხვა ცვლაში ოთხ მოსწავლეს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლა სწავლებას ორი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.