დღეს რუსთავის “რუსთავსა” და თბილისის “ტიტებს” შორის
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო მატჩი გაიმართა.
შეხვედრა რუსთავის სასარგებლოდ 86:84 დასრულდა. 13 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსთავის “რუსთავი” თბილისის “კაკტუსს” დაუპირისპირდება.
“ტიტები” რეგულარულის ბოლო მატჩს ქუთაისში 18 აპრილს ჩაატარებენ. თუ გუნდი გამარჯვებას ვერ მოიპოვეს, დიდი ალბათობით პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდში ვერ მოხვდება.
“რუსთავს” კი 2 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, თუმცა ქვემოქართლელებს პირველობა გარანტირებული აქვთ.