რუსთავში უფასო სასადილოს თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, სასადილოში დეზინფექცია-დერატიზაციის სამუშაოები ჩატარდა და სრულად შეიცვალა თანამშრომელთა ნაკადი.
სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ქვირიას განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ინფორმაციისთვის, უფასო სასადილო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ბენეფიციარებს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება.