სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამის შესახებ, სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინციდენტში მონაწილე ორი პირის დაკითხვა მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული არავინ არ არის.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე ტაძრის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.